უეფა ევროს ოფიციალური ლუდი„კარლსბერგი" საქართველოშიფეხბურთის გულშემატკივართათვის უპრეცედენტო აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, რომელიც სტარტს დღეს, 10 აპრილს აიღებს, „კარლსბერგი", პოლონეთში ჩემპიონატის მატჩზე დასასწრებ 3 საგზურს და „ევრო 2012"-ის უამრავ გარანტირებულ ტიტულიანპრიზს გაათამაშებს.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც 10 აპრილიდან 1 ივლისის ჩათვლით, სპეციალურ პრომო შეფუთვაში დაფასოებულ ლუდ „კარლსბერგს" შეიძენს, შეაგროვებს მის თავსახურებს და შემდეგ მათ სხვადასხვა საჩუქარში გადაცვლის.
„სპეციალური შეფუთვის ლუდის თავსახურის, ან რკინის ქილის გასაღების შეგროვებით გულშემატკივარს არაერთი ტიტულიანი სამახსოვრო პრიზი შეუძლია მიიღოს. მაგალითად,60 თავსახურის შეგროვებით შეუძლია მიიღოს მოდური საათი, 40 თავსახურის შეგროვებით სპორტული ქურთუკი, 25 თავსახურის შეგროვებით სპორტული ჩანთა, ხოლო გულშემატკივრის მაისურის მიღება 10 თავსახურის შეგრვებით იქნება შესაძლებელი. მოხარული ვართ, რომ უკვე მრავალი წელია ვინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს გულშემატკივრებთან და ვცდილობთ მათთვის მუდმივად შევქმნათ სახალისო გათამაშებები,"- აცხადებს „კარლსბერგის" საერთაშორისო მარკეტინგის დირექტორი კელდ სტრუდალი.
რაც შეეხება მატჩზე დასასწრებისაგზურებისმოპოვებას, ამისათვის გულშემატკივარი სახალისო აქცია „პირობას ვდებ"-ში (I SWEAR) უნდა ჩაერთოს.
„აქცია „პირობას ვდებ" სახალისო კონკურსია, Facebook.com/Carlsberg Georgia-ზე წარიმართება და ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. ყველა გულშემატკივარს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, ამ გვერდზე შეუძლია დაწეროს თუ რის გასაკეთებლადაა მზად, რომ მატჩზე დასასწრები საგზური მიიღოს. მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, რომლებიც ყველაზე მეტ „ლაიკს" მიიღებენ. ფინალისტებმა უნდა ატვირთონ ვიდეოჩანაწერი, სადაც წერილობით დადებულ პირობას დაადასტურებენ. ვიდეოს ასატვირთად კი გულშემატკივარმა 10 ლუდის თავსახურის ქვეშ მოცემული კოდი უნდა შეიყვანოს. საბოლოო გამარჯვებულებს კი, რომლებიც მატჩზე გაემგზავრებიან ჟიური და „ლაიკები" გამოავლენს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ დინამიკას, რომელიც ჩვენი გაყიდვების საქართველოს მაჩვენებლებში აღინიშნება და მიგვაჩნია, რომ ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს ყველაზე პოპულარულ გათამაშებაში მსოფლიოს 7 მილიარდ გულშემატკივართან ერთად იყოს ჩართული"-აცხადებს ამიერკავკასიისა და თურქეთის გაყიდვების მმართველი დენის პონომარიოვი.
„კარლსბერგი" 1988 წლიდან დღემდე უეფა ევროს ერთ-ერთ ყველაზე ძველ ოფიციალურ პარტნიორს წარმოადგენს.ამავე დროს მსოფლიოს მასშტაბით „კარლსბერგი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლუდსახარშია, რომელიც თავის ბრენდის ქვეშ აერთიანებს სხვადასხვა სახის პოპულარულ ალკოჰოლურ და გამაგრილებელ სასმელს. მათ შორის ბრენდები „კარლსბერგი"და „ტუბორგი" კი, ევროპის 6 უმსხვილეს ბრენდს შორის მოწინავე ადგილს იკავებენ. კარლსბერგის ჯგუფში მსოფლიოს მასშტაბით 43 ატასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროდუქცია 150-ზე მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი. გასულ წელს „კარლბერგის" გაყიდუმა ლუდმა 135 მილიონი გექტოლიტრი შეადგინა, რაც ექვივალენტით საშუალოდ 40 მილიარდ ბოთლს უდრის.