რეგიონების პარტიის ლიდერის, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდი მზადაა ითანამშრომლოს ზოგიერთ კანდიდატთან, რომლებმაც პირველ ტურში საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვეს. შესაბამისი განცხადება იანუკოვიჩის თანამებრძოლმა ანა გერმანმა გააკეთა.
"მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების იმედები, რომლებიც მათ (პირველ ტურში დამარცხებულ კანდიდატებს. რედ.) უჭერდნენ მხარს რეალიზებული იქნას. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მოხდეს ამ იმედების რეალიზება. ჩვენ მათთვის შესათავაზებელი ბავერი რამ გვაქვს", - განაცხადა გერმანმა.
გერმანმა ასევე აღნიშნა, რომ იანუკოვიჩის მხარდამჭერების იმედები გამართლდა.
"ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაგროვა იმაზე მეტი ხმა ვიდრე ხელისუფლების სამივე წარმომადგენელმა (პრემიერი _ იულია ტიმოშენკო, პრეზიდენტი _ ვიქტორ იუშჩენკო, პარლამენტის სპიკერი _ ვლადიმერ ლიტვინი.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 კანდიდატი მონაწილეობდა _ ირინა ბოგისლოვსკაია, მიხაილ ბროდსკი, ანატოლი გრიცენკო, იური კოსტენკო, ვლადიმერ ლიტვინი, ალექსანდრ მოროზი, ალექსანდრ პაბატი, ვასილი პროტივსიხი, სერგეი რატუშნიაკი, ოლეგ რიანონოკი, პეტერ სიმონენკო, ლუდმილა სუპრუნი, იულია ტიმოშენკო, სერგეი ტიგიბკო, ოლეგ ტიაგნიბოკი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, არსენი იაცენიუკი.
ეზიტპოლების შედეგების მიხედვით, ლიდერობს ვიქტორ იანუკოვიჩი - 34.7%. შემდეგ მოდიან _ იულია ტიმოშერნკო 24/4%, სერგეი ტიგნიბკო 11.5%, არსენი იაცენიუკი 8/9%, ვიქტორ იუშჩენკო - 5,4%, პეტერ სიმონენკო 3,1%, ვლადიმერ ლიტვინი 2,2%, ოლეგ ტიგნიბოკი 1,7%, ანატოლი გრიცენკო - 1,4%, სხვა კანდიდატები 1.9%, არავის არ დაუჭირა მხარი 4,4%