რამდენიმე დღეში "აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკას" ახალი მფლობელი ეყოლება, რადგანაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამედიცინო დაწესებულების   სახელმწიფო საკუთრებაში  არსებულ  100% - იანი  წილს ყიდის. 
ობიექტის საწყისი ღირებულება კი 1,1 მლნ ლარია. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებული იქნება, საპრივატიზებო ობიექტში განთავსებულ მოსარგებლესთან - სს ,,ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტთან" მარცხენა ფლიგელის პირველი სართულიდან 85.00 კვ.მ. ფართით 2012 წლის 31 დეკემბრამდე სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოს.
"აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკი"კაპიტალი  (31.12.2011  წლის ბალანსის მონაცემებით) - 76 010  ლარადაა შეფასებული, რომელსაც დებიტორული დავალიანების სახით 24 181 ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანების სახით - 45 057 ლარი ერიცხება. "აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლოკლინიკის" გასასხვისებლად ელექტრონული აუქციონი 17 აპრილისთვისაა ჩანიშნული.