თუ საუზმეზე ყოველდღიურად კვერცხს მიირთმევთ, მაშინ შეიძლება შეამციროთ სადილზე კალორიის მოხმარება და შიმშილის გრძნობა მთელი დღის განმავლობაში, - ამტკიცებს ახალი კვლევები.
კონეკტიკუტის უნივერსიტეტის დიეტოლოგიის პროფესორი და კვლევების ავტორი, დოქტორი მარია ლუზ ფერნანდესი აცხადებს, რომ ექსპერიმენტმა მამაკაცებში, რომლებიც საუზმეზე კვერცხს მოიხმარდნენ, დაადასტურა, რომ სადილად ისინი ნაკლებს მიირთმევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს შვედურ მაგიდას სთავაზობდნენ.
ეს ექსპერიმენტი წარმოადგენს სხვა კვლევების გაგრძელებას, რომელმაც ადრე აჩვენა, რომ საუზმეზე კვერცხის მოხმარება, როგორც ნაკლებ კალორიული დიეტის შემადგენელი, ეხმარებოდა მსუქან ადამიანებს (65%) დაეკლოთ წონაში და თავი უფრო ენერგიულად ეგრძნოთ.
პროფესორ ფერნანდესის სიტყვებით, მიღებული შედეგები ადასტურებს დიეტაში პროტეინის მნიშვნელობას. შემდგომ ასეთი საუზმე მაძღრობის გრძნობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტოვებს. ამასთან, კვერცხში მხოლოდ 70 კალორიაა. მკვლევარი ყველას ურჩევს მთელი კვერცხი მიირთვან, რადგან ცილა და გული სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.