ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრას ლონდონმა უმასპინძლა, სადაც „არსენალი" „მანჩესტერ სიტის" ხვდებოდა. ა
მ მატჩის დაწყებამდე თავისი შეხვდრა უკვე მოგებული ჰქონდა „მანჩესტერ იუნაიტედს" და „სიტის", მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, რათა ჩემპიონობის შანსი შეენარჩუნებინა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა.
მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრებმა მხოლოდ ორჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, რაც შედეგზეც აისახა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „არსენალმა" შეტევები უფრო გააძლიერა და 87-ე წუთზე არტეტამ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, 1:0.
ამ მარცხის შემდეგ „სიტი" 71 ქულით მეორე ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩება „მანჩესტერს", ამ უპირატესობას კი „წითელი ეშმაკები" ხელიდან არ გაუშვებენ. „არსენალი" 61 ქულით მესამეა და 2 ქულით უსწრებს „ტოტენჰემს".