ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში, მადრიდის „რეალმა", რომელიც „ვალენსიას" მასპინძლობდა, ქულები დაკარგა. მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე" ძალიან სანააობრივი გამოდგა და მაყურებელმა ძალიან დაძაბული შეხვედრა იხილა.
მასპინძლებმა თამაში შეტევებით დაიწყეს და მე-7 წუთზე რონალდოს დარტყმული ძელს მოხვდა. რამდენიმე წუთში ვალენსიამ კონტრშეტევით უპასუხა და კოშტამაც ბურთი ძელს მოარტყა. ამის შემდეგ ორივე გუნდმა ბევრი სახიფატო მომენტი შექმნა, მაგრამ მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. მეორე ნახევარი დაწყებიდან რამდენიმე წუთში რონალდოს შეეძლო გატანა მაგრამ „ვალენსიას მეკარე გუაიტამ კარგად ითამაშა. „რეალი" შეტევებს განაგრზობდა, მაგრამ სტუმრები თავს კარგად იცავდნენ და სახიფათო კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. საბოლოოდ, 0:0 და „რეალსა" და „ბარსელონას" შორის სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა.