კომპანია Jaguar-ი ახალ სპორტულ ავტომობილს გამოუშვებს, წერს Financial Times-ი.
კომპანია, რომელიც ინდური Tata Motors-ის საკუთრებაა ნიუ-იორკის ავტოსალონზე ახალი სპორტული ავტომობილით უკვე წარსდგა. რაც შეეხება ავტომობილის სერიულ წარმოებას, ის წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.
ახალი ავტომობილების წარმოება დიდი ბრიტანეთში Jaguar Land Rover-ის საწარმოში მოხდება და გაყიდვაში 2013 წლის დასაწყისში გამოვა. 
Tata წლის განმავლობაში Jaguar Land Rover-ში 1,5 მლრდ ფუნტის ინვესტირებას გეგმავს. 
Jaguar-ი ვარაუდობს, რომ მისი ახალი სპორტული ავტომობილის კონკურენციას  Porsche-ს Boxter-სა და  Mercedes-ის SLK-ს გაუწევს.