18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მადრიდში ევროპის ჩემპიონატი შოტლანდიასთან 10:29 მარცხით დაასრულა და რვაგუნდიანი ტურნირი მეექვსე ადგილზე დაასრულა.
ქართველმა 18-წლამდელებმა შოტლანდიელ თანატოლებს ორი ლელო დაუდეს, თავად კი ხუთი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ჭაბუკი „ბორჯღალოსნები" 5:17 აგებდნენ და მეორე ნახევარში ბევრს უტევდნენ, თუმც ორი ლელო კონტრშეტევაზე მიიღეს.
ტურნირის გამარჯვებული ინგლისი გახდა, რომელმაც ფინალში 25:13 დაამარცხა ირლანდია. მესამე ადგილისთვის თამაშში საფრანგეთმა 10:7 აჯობა უელსს, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოსგან ძლეულმა იტალიამ 41:14 გაანადგურა პორტუგალია, რომელიც ერთხანს 14:10 უგებდა რანგით მაღლა მდგომ მეტოქეს.