იტალიის სერია ა -ში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 მარტს 31-ე ტურის ყველა მატჩი ერთ დღეს გაიმართა.
"სან სიროზე" "მილანმა" "ფიორენტინას" უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად, 1:2 დამარცხდა. ანგარიში პენალტით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა და "მილანმა" პირველი ტაიმი ამ ანგარიშით მოიგო.
მეორე ნახევარში სტუმრებმა ორი გოლის გატანა შეძლეს: იოვეტიჩმა 47-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ამაურიმ მატჩის მიწურულს "ფიორენტინას" გამარჯვება მოუტანა.
უშუალო კონკურენტის წარმუმატებლობით კარგად ისარგებლა "იუვენტუსმა", რომელმაც სტუმრად "პალერმო" დაამარცხა. "ბებერი ქალბატონის" რიგებიდან თავი ბონუჩიმ და კვაიალერამ გამოიჩინეს. ამ გამარჯვებით "იუვენტუსი" 65 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს, რომელსაც ერთი ქულით "მილანი ჩამორჩება.