საქართველოს 1995 წელს დაბადებულ წყალბურთელთა ნაკრებმა 16:2 ბელორუსის გუნდი დაამარცხა. სპორტ კომპლექს "ოლიმპიკში" 1995 წელს დაბადებულ და უნცროსს წყალბურთელთა შორის ნოდარ გვახარიას სახელობის ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღის მატჩები გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა 16:2 ბელორუსის გუნდი დაამარცხა. წარმატება მოიპოვა თურქეთის ნაკრებმაც და ყაზახეთის ნაკრები 13:4 დაამარცხა.
ნოდარ გვახარიას სახელობის ტურნირის დასკვნითი მესამე ტურის შედეგები ხვალ გაიმართება, 12 საათზე საქართველო თურქეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
"დღევანდელი თამაშით კმაყოფილები ვართ, კარგად ითამაშეს ბიჭებმა, დიდი ანგარიშით დავამარცხეთ ბელორუსია. ხვალ გვექნება ძალიან პრინციპული მატჩი, თურქეთის ნაკრები არის საკმაოდ ძლიერი გუნდი, ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია ევროპაში ამ ასაკში. ხვალ გადაწყდება თუ ვინ იქნება გვახარიას სახელობის თასის მფლობელი", _ განაცხადა საქართველოს წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სანდრო ბითაძემ.