ახალგაზრდა მაკედონიელმა არბიტრმა პეტრ ველიანოვსკიმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ის საკუთარი სახლიდან, მე-8 სართულიდან გადმოხტა. 29 წლის ველიანოვსკი მომდევნო სეზონიდან A კატეგორიის არბიტრი უნდა გამხდარიყო, თუმცა ადგილობრივი გამოცემების ცნობით, მას კონფლიქტი ჰქონდა მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციასთან.
არბიტრის თვითმკვლელობას საფეხბურთო მაფიის წარმომადგენლებს უკავშირებენ, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა აშკარად დაიწყო - განსაკუთრებით ეს იგრძნობა ბალკანურ ქვეყნებში.