სს „საქკაბელი" ახალი მენჯმენტის შემოსვლის შემდეგ, 2006 წელს 10 ტიპის 30-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებდა, დღეს კი ქარხანა 74 ტიპის 2000-მდე დასახელების პროდუქციას უშვებს. დღეს ქართული პროდუქცია პოპულარულია სომხეთში, სადაც ექპორტი უკვე 2010 წლიდან ხორციელდება. მომვალში დაგეგმილია ექსპორტის განხორციელება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.
გაზაფხულზე საწარმოს ეწვევა დელეგაცია გერმანიიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან.
„ჩამოდიან გამოცდილი სპეციალსიტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები. ისინი მოახდენენ საწარმოს მოდერნიზაციას. შეამოწმებენ ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებს, შეამოწმებენ პროდუქციის ხარისხს და დააკვირდებიან ტექნოლოგიურ პროცესებს.. მოხდება ასევე ტექნოლოგიებისა და ევროპული გამოცდილების გაცვლა, როემლსაც ჩვენ ქარხანაში დავნერგავთ. ეს საშუალებას მოგვცემს კიდევ გავზრდით საკაბელო პროდქუციის ასორტიმენტი. შესაბამისად, გაიზრდება საექსპორტო პროდუქციის მოცულობაც," - განმარტავს სს „საქკაბელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ საქკაბელი" 1959 წელს დაარსდა. წარმოების რეაბილიტაცია ახალი მენეჯმენტის მიერ 2006 წლიდან დაიწყო და დღეს 74 ტიპის დასახელების 2000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტს აწარმოებს. 2006-2007 წლებში ქარხანაში 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
2007-2011 წლებში ქართული პროდუქციით რუსული და სხვა იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება განხორციელდა: მოხდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების გამრიცხველიანება, შეიცვალა გარე განათების სისტემა საქართველოს მსხვილ ქალაქებში, განხორციელდა საქართველოს რკინიგზისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სპეციფიკური კაბელების წარმოება, განხორციელდა ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკაში.
საწარმოში დასაქმებულია 200 თანამშრომელი, რომელთა საშუალო ხელფასი 600 ლარს აღემატება.