ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსმა" 4 აპრილს შინ 27-ქულიანი სხვაობით დაამარცხა აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი „შარლოტ ბობქეთსი", რომლის მფლობელი და ხელმძღვანელი გახლავთ ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი.
„შარლოტს" მანამდე ზედიზედ რვა თამაში ჰქონდა წაგებული და ახლა „ატლანტასთან" შეხვედრაში უკვე მეორე მეოთხედში გატყდა, რომელიც 15 ქულის სხვაობით დათმო და საბოლოოდ 93:120 დამარცხდა.
ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე ჯამში 24 წუთი დაჰყო და 6 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. 11 მოხსნით ის საუკეთესო იყო თავის გუნდშიც და მთლიანად თამაშშიც.
„ატლანტა" კვლავ რჩება აღმოსალეთში მეექვსე ადგილზე და მცირედით ჩამორჩება მეხუთეზე მყოფ „ორლანდოს", ხოლო მდევარ „ფილადელფიას" სამი მოგებით უსწრებს.