ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი "მილანის" ვეტერანი ნახევარმცველი, კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ მას ერჩივნა "ბარსელონასთან" 1:7 წაეგო, ვიდრე თერთმეტმეტრიანით დამარცხებულიყო.
"თამაშის დროს, მსაჯს ვთხოვე აეხსნა, თუ რატომ დანიშნა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი. ამის საპასუხოდ, მან ყვითელი ბარათი მიჩვენა. მატჩის შემდეგ, მას იმავე კითხვით მივმართე, რის შემდეგაც მითხრა, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს იჭერდნენ. ამან ძალიან გამაბრაზა. მერჩივნა 1:7 წაგვეგო და ჩვენი მარცხის მიზეზი თერთმეტმეტრიანი არ გამხდარიყო. ამან ჩვენ ფსიქოლოგიურად გაგვტეხა", - ციტირებს ზეედორფის სიტყვებს Sky Italia.