უკრაინის 225 ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის საშუალება 36,577 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილია 113 საარჩევო ოლქი. უკრაინელებს ხმის მიცემა საქართველოში უკრაინის საელჩოშიც შეუძლიათ.
სულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთითY დაბეჭდილია 36 916 740 ბიულეტენი, რისთვისაც 29 208 ათასი გრივნი დაიხარჯა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.