უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს მხოლოდ ერთი ქართველი დამკვირვებელი დააკვირდება.
უკრაინის ცესკოს გადაწყვეტილებით, მთელი დღის განმავლობაში, უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციაში დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე იმუშავებს.
ქართული დელეგაციის დანარჩენი წევრების დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირება უკრაინის ცესკომ, დროის სიმცირის გამო ვერ შესძლო. აღსანიშნავია, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება წუხელ, გვიან ღამით გამოაცხადა. მან კიევის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ის უკრაინის ცესკოს არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირებას სთხოვდა, ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ იანუკოვიჩის პარტია სარჩელში სწორედ კიევის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა.