უკრიანაში უკვე ორი საათია ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს.
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. პირველი ამომრჩეველი უბნებზე მის გახსნამდე, 07:30 საათიდან გამოჩნდა. ამ ეტაპზე დამკვირვებლებს ხმის მიცემის პროცესში რაიმე ტიპის დარღვევა არ აღმოუჩენიათ.
საპრეზიდენტო აღჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას 18 კანდიდატი იღებს. უკრაინაში ათასობით საერთაშორისო დამკვირებელი იმყოფება, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება.
უკრაინელ ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზეც აქვთ.
ამის მიუხედავად ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება და არჩევნების მეორე ტურში უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და რეგიონების პარტიის ლიდერი, ვიქტორ იანუკოვიჩი გავლენ.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ქვეყნის ხაზინას 969,6 მილიონ გრივნი (120 მილიონი აშშ დოლარი) უჯდება.