შვედმა და ირანელმა მეცნიერებმა აღოაჩინეს ცილა - აუტიზმის ბიოკამერა. ამის შესახებ უპასალისის უნივრსიტეტის საიტი იტყობინება. ჯგუფმა ბენგტა პერსონის და მოჰამედ ჯოგატეას ხელმძღვანელობით ჟურნალ Nature Translational Psychiatry-ში ნამუშევარი გამოაქვეყნა.
აუტიზმის ვიდეოკამრის განსაზღვრისათვის მეცნიერებმა შეისწავლეს 32 ბავშვის სისხლის ნიმუში, რომლებიც დაავადებული არიან აუტისტური სპექტრის დარღვევით, ხოლო საკონტროლო ჯგუფად 31 ჯანმრთელი ბავშვის სისხლის ნიმუში აიღეს. ASD-ით დაავადებული ყველა ბავშვი კვლევების დაწყებამდე ფსიქიატრების და ნევროპათოლოგების მიერ დამატებით იქნენ გამოკვლეული, რომლებმაც დაადასტურეს მათი დაავადება.
სისხლის პლაზმური ნიმუშების შედარებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის ბიოკამერად შესაძლოა გახდეს სამი ცილა, რომლის შემცველობა ავადმყოფ და ჯანმრთელ ბავშვებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. სისხლში ორი მათგანის დონე ASD-ით დაავადებულ ბავშვებში გაიზარდა. მესამე პეპტიდის C3f ემცველობა ავადმყოფ ბავშვებში პირიქით, შემცირდა.
სამივე პეპტიდი ცილის კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც სისხლში მუდმივად იმყოფება და ორგანიზმის იმუნურ პასუხში მონაწილეობს.
მათი აღმოჩენის საფუძველზე მეცნიერები გეგმავენ, შექმნან აუტიზმის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი.