ამერიკელმა მკვლევრებმა გადაწყვიტეს, მელანომის განვითარების რისკი ულტრაიისფერი ფოტოსურათით შეაფასონ, - იტყობინება "მედიქალ ნიუს თუდეი".
კვლევები ჩაატარა კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა, რაიან გემბლის ხელმძღვანელობით. კვლევებში 12 წლის ასაკის დაახლოებით 600 ამერიკელი მოსწავლე მონაწილეობდა. გემბლმა და მისმა კოლეგებმა თითოეულ მოხალისეს სპექტრის ულტრაიისფერი ნაწილით ფოტოსურათი გადაუღეს. მათ მონაწილე ბავშვებში არსებული ფაქტორების, კერძოდ, ხალის, ლაქის ,ჭორფლის, ასევე კანის, თმისა და თვალის ფერის გათვალისწინებით მელანომის რისკი შეფასეს.
უზრუნველყოფის სპეციალური პროგრამის დახმარებით მკვლევრებმა მოხალისეების ულტრაიისფერი ფოტოსურათებით განსაზღვრეს ნამზეურის ინტენსივობა. ამით მათ მზის სხივების მავნე ზემოქმედების სიდიდე შეაფასეს.
ნაშრომის ავტორებმა ასეთი ფოტოსურათების გამოყენება გადაწყვიტეს არა მარტო მელანომის განვითარების რისკის შესაფასებლად, არმედ, ასევე, სადემონსტრაციო მასალად. მეცნიერების აზრით, ეს დაეხმარება ბავშვებს, თავიდან აიცილონ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედება სოლარიუმში, მზიან ამინდში დიდი ხნის განმავლობაში ქუჩაში ყოფნის დროს.