ექსპერტები და ანალიტიკოსები უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს წინასწარმეტყველებენ. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ პირევლი ტურში ორ ძირითად კანდიდატს პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს და რეგიონების პარტიის ლიდერს, ვიქტორ იანუკოვიჩს სხვაობა 10%-ე მეტი არ იქნება, მაშინ მეორე ტურში გამარჯვების უფრო მაღალი შანსი ტიმოშენკოს აქვს. ხოლო თუ სხვაობამ იანუკოვიჩის უპირატესობით 10%-ს გადააჭარბა ტიმოშენკოს შანსები შემცირდება.
ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველ ტურში ამომრჩევლეთა აქტივობა მაღალი არ იქნება. თუმცა ექსპერტების მეორე ნაწილის აზრით, ამ მოლოდინის პირობებში, სულაც არაა გამორიცხული, რომ რომელიმე კანდიდატმა მოახერხოს საკუთარი რესურსების უფრო მეტი მობილიება და "საქმე" პირველსავე ტურში დაასრულოს.
სოციოლოგიური გამოკითხვებით, უკრაინის მოსახლეობის 45 პროცენტი დღეისათვის მზადაა საპრეზიდენტო მარათონში ხმა ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს მისცეს.
2004 წელს ჩატარებულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მაშინდელი პრეზიდენტობის ლიდერებისათვის ხმის მისაცემად მზად უკრაინის მოსახლეობის 75 პროცენტი იყო.
აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის შედეგები კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტმა ალექსანდრე პალიიმ გაახმაურა.
მისი აზრით, არსებული მონაცემები განპირობებულია იმით, რომ საპრეზიდენტო კამპანიას კანდიდატები ძირითადად ფულით აწარმოებენ.