ჰარვარდის მედიცინის სკოლის (აშშ) მკვლევარები ნაადრევი სიკვდილის ყოველი ათი შემთხვევიდან ერთის მიზეზად წითელი ხორცის ჭარბ მოხმარებას მიიჩნევენ.
მათ გამოითვალეს, რომ დამუშავებული ხორცის - ბეკონი,სოსისი ან ძეხვის - თუნდაც სულ მცირე რაოდენობით მოხმარება ადრეული გარდაცვალების რისკს 20%-ით ზრდის. მათ მოსაზრებას ეთანხმებიან შვედეთის კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთაც გამოარკვიეს, რომ თუნდაც ერთი სოსისი მავნეა ჯანმრთელობისთვის.
წითელი ხორცის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ადრეული სიკვდილის რისკს 12 %-ით ზრდის. მისი მოხმარება დღეში 42 გრ-მდე უნდა შემცირდეს. მეცნიერების აზრით, მსგავსი ცვლილებით რაციონში შეიძლება თავიდან ავიცილოთ ათი ადრეული სიკვდილიდან ერთი - მამაკაცებში, ხოლო 13-იდან ერთი - ქალებში.
მეცნიერები ამტკიცებენ,რომ ორგანიზმისთვის გაცილებით სასარგებლოა თევზისა და ფრინველის კერძი.