ამერიკელ რიჩარდ ლი ნორიუს წარმატებით ჩაუტარდა სახის, კბილების და ენის გადანერგვის ოპერაცია. ოპერაციამდე ავადმყოფი განდეგილად ცხოვრობდა, მას სახე 15 წლის წინ ურთიერთსროლის დროს დაუმახინჯდა, იტყობინება ბი-ბი-სი.
ექიმების განცხადებით რიჩარდ ლი ნორისონი გამოჯამრთელებისკენ მიდის, "მას უკვე შეუძლია თავად გაიწმინდოს კბილები".
ოპერაცია აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ხარჯებით განხორციელდა.
სამხედროები იმედოვნებენ, რომ ანალოგიური ოპერაციები შეიძლება ერაყში და ავღანეთში დაჭრილ ჯარისკაცებს ჩაუტარდეს.
სახის პირველი სრული ტრანსპლანტაცია საფრანგეთში 2005 წელს გაკეთდა.
მიმდინარე წლის იანვარში შვედი ქირურგების მიერ ადამიანის ტრაქეის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაკეთდა, როცა პაციენტის საკუთარი უჯრედიდან ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანილი ახალი ორგანო გადაუნერგეს.