დღეს ჰაიტიში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ხაჯივ შახი გაემგზავრნენ.
ჰაიტიში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ რენე პრევალს და ჰაიტის მთავრობის სხვა წევრებს შეხვდება.
კლინტონმა მადლობა გადაუხადა კუბის ხელისუფლებას, რომელმაც თავისი საჰაერო სივრცე ამერიკული თვითმფრინავებისათვის გახსნა. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ეს შესაძლებელს გახდის 90 წუთით შემცირდეს ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება და ჰაიტიდან მაიმიში დაზარალებულთა ევაკუაცია. ამ დროისათვის ჰაიტიდან 1000-ზე მეტი ამერიკელია გამოყვანილი.
სულ კუნძულზე აშშ-ს 45 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.