სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, პათოლოგიის პროფესორის, ირვინგ ვეისმანის ხელმძღვანელობით, შექმნა ანტისხეული, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა კიბოს სიმსივნის სამკურნალოდ.
მეცნიერებმა შედეგებს მკერდის, საკვერცხეების, მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტის, ტვინის, ღვიძლის და პროსტატის კიბოს ნიმუშებით მიაღწიეს. ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.
10 წლის წინ ვეისმანმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიით დაზიანებული უჯრედები გამომუშვებენ CD47 ცილას. ეს ცილა ასევე იმყოფება სისხლის ჯანმრთელ უჯრედებში და წარმოადგენს სიგნალებს მიკროფაგებისათვის, რომ ეს უჯრედი უცხო არ არის. კიბოს უჯრედებმა სასიგნალო ცილა „გადაიღეს" ჯანმრთელისგან, რათა აიძულონ იმუნური სისტემა იგნორირება გაუკეთონ მათ.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ CD47 იმყოფება კიბოს სიმსივნის ყველა უჯრედში. უფრო მეტიც კიბოს უჯრედები ყოველთვის სამჯერ მეტ CD47 გამოიმუშავებენ, ვიდრე ჯანმრთელი,"-აღნიშნავს ვეისმანი.
ვეისმენის ჯგუფმა ადმიანის სიმსივნეები გადაუნერგა თაგვებს და ცხოველებს შესაბამისი ანტისხეულით უმკურნალა. შედეგად, ადმიანის სიმსივნეებ გადანერგილი თაგვები სრულიად გამონჯანმრთელდნენ, ხოლო დანარჩენებს სიმსივნე მნისნელოვნად შეუმცირდათ.