კვლევებმა, რომელიც რიდინგოს უნივერსიტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ჭარხლის წვენის თუნდაც მცირე დოზით მიღება ამცირებს არტერიულ წნევას. იგივე ეფექტი აქვს პურს, რომელსაც დამატებული აქვს თეთრი ან წითელი ჭარხალი.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ 500 მილილიტრი ჭარხლის წვენი არტერიულ წნევას დაბლა სწევს 24 საათის განმავლობაში.
მეცნიერები შეეცადნენ განესაზღრათ, თუ როგორია დოზა დამოკიდებული ეფექტზე. ამისთვის შეამოწმეს 100, 250 და 500 გრ. წვენის მოქმედება. აღმოჩნდა, რომ 100 გრ. ჭარხლის მიღებას მივყავართ არტერიული წნევის შემცირებამდე, როგორც მოკლვედაიან ისე გრძელვადინ პერიოდში. პური, რომელიც გამდიდრებულია იმავე რაოდენობის თეთრი და წითელი ჭარხლის წვენით, დაბლა სწევს არტერიულ წნევას იმავე დროის ფარგლებში.
სასმელს ანტიჰიპერტეზული ეფექტი ჭარხალში ნიტრატის რაოდენობით აიხსნება, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმენბა აზოტის ოქსიდად, ეს ნივთიერება კი აძლიერებს სისხლის ნაკადს და ხელს უწყობს დაბალი წნევის შენარჩუნებას.