მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ თუ როგორ ინახავს ჩვენი ტვინი საჭირო ინფორმაციას. ადრე ითვლებოდა , რომ მეხსიერება განპირობებულია ნეირონებს შორის მტკიცე სინაფსური კავშირით. თუმცა, სინაფსური მემბრანის კომპონენტები შედარებით ხანმოკლე დროის განმავლობაში არსებობენ, მაშინ როცა ინფორმაციის უდიდესი ნაწილი მეხსიერებაში ხანგრძლივი დროით რჩება.
მეხსიერების მოლეკულური მექანიზმის შესწავლის მიზნით, მეცნიერებმა გამოიკვლიეს ნეირონის სტრუქტურა და აღმოაჩინეს კომპონენტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თავის ტვინში ინფორმაციის შენახვა დამუშავებაზე.
"მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება გავუმკლავდეთ მეხსიერების დაკარგვას. ჰიბრიდულ მოწყობილობასთან თავის ტვინის მიერთებით, ჩვენ შევძლებთ "გავაგრილოთ" ჩვენი პაციენტების მეხსიერება", -მიიჩნევს კვლევების ხელმძღვანელი ალბერტის უნივერსიტეტიდან ჯეკ ტუსზინსკი და დასძენს, - "გარდა ამისა, ეს საშუალებას მოგვცემს შევიმუშაოთ ახალი მეთოდი ნევროლოგიური დაავადებების, ისეთი როგორიცაა დემენცია და ალცჰეიმერი, პრევენციისა და მკურნალობისთვის".