გაეროს მისია ჰაიტთან დაკავშირებით ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. სიაში დაღუპულად აღირიცხულია 36 ადამიანი მათ შორის მშვიდობისმყოფელები და მისიის სამოქალაქო თანამშრომლები.
მისიის წარმომნადგენლის დევიდ ვიმხელრსტის ინფორმაციით, დასავებულია 73 ადამიანი და 160 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამ დროისათვის უცნობია იუნესკოს 8 თანამშრომლის ბედიც.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის ვიქტორია დელონგის დაღუპვის ფაქტი. კიდევ სამი 3 თანამშრომელი უგზოუკვლოდაა დაკარგული.