სეპარატისტული აფხაზეთის 20 ე.წ. სარჩევნო უბანზე ე.წ. პარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 91 ე.წ. საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართა, ამ ე.წ. არჩევნების შედეგად აფხაზური ე.წ. 35 ადგილიანი პარლამენტისათვის მხოლოდ 13 დეპუტატის არჩევა მოხერხდა.
აფხაზური მედია აღნიშმნავს, რომ ე.წ. პირველ ტურში არარჩეულ დეპუტატთა შორის ასევე არის აფხაზური ოპოზიციის ერტ ერთი ლიდერი რაულ ხაჯიმბა. იმ ოლქში სადაც იგი იყრიდა კენჭს არჩევნევში ასევე მონაწილეობდა აფხაზური ე.წ. პარლამენტის "სპიკერი" ნუგზარ აშუბა. ახლა ამ ოლქში ხაჯიმბას კონკურენტი სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგი დაურ გურგულიაა.
მასალის გამოყენების პირობები