ძუძუთი კვება ძლიერ ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც ქალებს სარძევე ჯირკვლის კიბოს სიმსივნის განვითარებისგან იცავს, მაშინაც კი, როცა ის საშიში სახეშეცვლილი გენის მატარებელია.
მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ დედები, რომლებიც ძუძუთი არ კვებავდნენ ბავშვს, ხშირ შემთხვევაში ავადდებიან კიბოთი. როგორც კანადელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, ძუძუთი კვების დამცავი გავლენა ვრცელდება ასევე ქალებზე, რომლებიც კიბოს მიმართ გენეტიკურად არიან მიდრეკილი. ამ ინფორმაციას უცხოურ მედიკოსებზე დაყრდნობით გადმოსცემს УНН.
BRCA1 და BRCA2 გენების დანიშნულებას ადამიანის, უპირველესად ქალის, ორგანიზმში წარმოადგენს "დაწუნებული" ავთვისებიანი უჯრედების გამოვლენა, მაგრამ თუ გენებმა მუტაცია გაიარა, ისინი არა მარტო წყვეტენ ორგანიზმის დაცვას, არამედ კიბოს ზოგიერთი ფორმის - განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკს ზრდიან.
ონტარიოს ქალთა ჯანმრთელობის შემსწავლელი ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს ექვსი ათასი სხვადასხვა ასაკის ქალის ავადმყოფობის ისტორია და სამედიცინო დასკვნა. მონაწილეები მურტაციაგავლილი გენის BRCA1 მატარებელები იყვნენ, ამასთან, ნახევარზე მეტ მათგანს კვლევების დაწყებამდე სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა.
ანალიზმა აჩვენა, რომ კიბოთი დაავადებულ პაციენტთა შორის ძუძუთი კვების პერიოდი საშუალოდ 2 თვით ნაკლები იყო, ვიდრე მონაწილეებს, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ.
მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ წლის განმავლობაში ძუძუთი კვება სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს 32%-ით ამცირებს, მიუხედავად ამ ავადმყოფობისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილებისა, ხოლო თუ ქალი ბავშვს ძუძუთი ორი წლის განმავლობაში კვებავდა, რისკი 50%-ით მცირდებოდა.