გურჯაანი - ლაგოდეხი - აფენის გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა
პროექტით გურჯაანი - ლაგოდეხი - აფენის გზის 30-ოლომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. გზის საფარის მოწესრიგების გარდა, იგეგმებოდა გზის გვერდულების, სანიავღვრე არხებისა და ხიდების შეკეთებაც.
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ეს იყო უახლოეს მომავალში გურჯაანში დაგეგმილი პროექტებიდან ყველაზე გრანდიოზული პროექტი, რომლის განხორციელებაზეც ადგილობრივი მუშახელი დასაქმდებოდა.
სარებილიტაციო სამუშაოები 2009 წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ამ დრომდე არ მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა დაეფინანსებინა, თუმცა გურჯაანი - ლაგოდეხი - აფენის გზის რეაბილიტაცია არ არის შეტანილი იმ პროექტებში, რომლის განხორციელებასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში 2010 წელს გეგმავს.