რუსეთი საქართველოს ტერორიზმში ადანაშაულებს. რუსეთის შს მინსტრის მოდგილის განცხადებით, საქართველოში არსებულ სამხედრო ბაზებზე უცხოელი ინსტრუქტორები ტეროტისტულ ჯგუფებს ამზადებენ, რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განსახორციელებლად.
არკადი ევდელევის თქმით, ვითარების დაძაბვა იგეგმება ისეთი რეგიონების მიმართულებით, როგორებიცაა ჩრდილო ოსეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ჩეჩნეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი. ამ რესპუბლიკების სამართალდამცავ ორგანიებს კი მინისტრის მოადგილემ მოუწოდა თვალყური ადევნონ სხვა და სხვა ტრუქტურებისა და ორგანიზაციების გაატიურებას, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებიაც, როლებიც რადიკალურ იდეებს ქადაგებენ. მინიტრის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის ესკალაციის საფრთხე რუსეთის სამხრეთში კვლავ რეალურია.