საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებულ ეკლესიას შორის გაფორმებული და მოქმედი კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან გაფორმებული კონკორდატის შესაბამისად, მიმდინარეობს სატყეო დეპარტამენტის მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან რიგი ფართობების საქართველოს საპატრიარქოსთვის მიჩენის ფორმით გადაცემა.
სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მიჩენის ფორმით გადაცემის უზრუნველსაყოფად, სატყეო დეპარტამენტს შეთანხმებული აქვს 1312.6 ჰა. ფართობის მონაცემები.
ამ დროისათვის მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოთხოვნილი ფართობების დაზუსტება რეგიონების მიხედვით.