საგადასახადო კოდექში შესატან ცვლილებეზე მომუშავე ჯგუფმა დღეს ეროვნულ ბანკში პირველი შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ სებ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა საგადასახადო გირავნობისა და საბანკო იპოთეკის ურთიერთქმდებებზე "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პაკეტი დაახლოებით ერთ კვირაში იქნება მზად.
"გირავნობა-იპოთეკის საკითხთან დაკავშირებით სებ-მა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად რამოდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა. შევხვდით ასევე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს და ამ მიმართულებით რამოდენიმე ქვეყნის გამოცდილება და მოდელი განვიხილეთ. პროექტზე ვმუშაობ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, _ განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
თუ საბანკო სექტორსა და მთავრობას შორის კონსესუსის მიღწევა მოხერხდება, მაშინ საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავა, რაც საკრედიტო პორთფელისა და საბანკო აქტივობის ზრდას გამოიწვევს.
"ამ შემთხვევაში სებ-ი მედიატორის როლს ასრულებს, რათა ფინანსთა სამინისტროსა და კომერციული ბანკის ინტერესები საბოლოოდ შეჯერდეს. ვინაიდან საგადასახადო გირავნობა და იფოტეკით უზრუნველყოფილი სესხების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა როგორც ბიუჯეტისათვის ასევე საბანკო სექტორისათვის. პირველივე შეხვედრაზე უკვე ჩანს, რომ საერთო და შეჯერებული ვარიანტისაკენ მივდივათ. საბოლოო მოდელის შემუშავების შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის წინაშე წავდგებით და გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს", _ აცხადებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტრო გარიკვეულ დათმობებზეც წავა თუ კი ამით საბანკო სექტორის მდგომარეობა გამოსწორდება და ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება. "შეხვედრაზე რამოდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა ამ დროისათვის საბოლოოდ შეჯერებულნი არ ვართ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არის ნება რომ საკუთარ პოლიტიკას გადახედოს. არის რაღაც ვარიანტები რაც ფინანსთა სამინისტროს ოპტიმალურად მიაჩნია, თუმცა არის ვარიანტები, რომელიც ოპტიმალურად მიაჩნიათ საბანკო სექტორში.
ფინანსთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს და გარკვეულ დათმობებზეც წავა, რათა საბანკო სექტორმა საპროცენტო განაკვეთს გადახედოს. თუ საკრედიტო ხაზი გაიზრდება და სესხები გაიცემა ამის ეკონომიკური ეფექტიც მოიმატებს" - განაცხადა ირაკლი სირაძემ.
შეგახსენებთ, რიომ 11 იანვარს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც დღეს საბანკო სექტორისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, პროექტზე მუშაობა ერთ კვირას გასტანს, რათა კანონის დაწერისას მოხდეს საზღვარგარეთის გამოცდილების გაზიარება და მის შემუშვებაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთონ.
"ცვლილება საკრედიტო პორთფელის გაზრდის წინაპირობა გახდება, რაც საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც გამოიწვევს. თუმცა პროექტზე სამუშაოდ მუშა ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც საბანკო სექტორთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც იმუშავებენ. მნიშვნელოვანია, რომ ბანკის გარეთ მოძრავი ფულის მასები საბანკო სექტორში მოექცეს, რათა ბანკს მეტი რესურსი გააჩნდეს. ანუ ბანკში მოხდეს იმ ფულის მასის თავმოყრა, რომელიც დრეს ბანკის გარეთ ბრუნავს", _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ბაინდურაშვილის განმარტებით, დღეს სესხის გაცემისას სახელმწიფო ოპოთეკა უპირატეს მდგომარეობაშია და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ბანკის მიერ დადებული იპოთეკა უნდა გათანაბრდეს, რაც ასეთი ქონების გაყიდვისას პრობლემებს არ შექმნის და ასეთი ქონება აუქციონზე უპრობლემოდ გაიყიდება