დღეს, 14 იანვარს პარლამენტში, პარლამენტის და ტელე-პროექტ „ეტალონის~ სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ორგანიზებით „ეტალონის ორდენით" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის პრესსამსახურმა და პროექტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
როგორც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი განმარტავს, ეტალონები სხვადასხვა სფეროდან 14 უმაღლესი სასწავლებლიდან გამოკითხული, დაახლეობით 3 ათასი საუკეთესო სტუდენტის შეფასების საფუძველზე გამოვლინდება.
ეტალონის სტატუსი შემდეგ რვა ნომინაციაში გამარჯვებულ პირებს მიენიჭებათ: - 1. მსოფლიო ეტალონი პოლიტიკოსი 2. ეტალონი საზოგადო მოღვაწე 3. ეტალონი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში 4. ეტალონი პოლიტიკოსი ოპოზიციაში 5. ეტალონი სპორტცმენი 6. ეტალონი ტელე-გადაცემა 7. ეტალონი კომპანია 8. ეტალონი ბიზნესმენი.
„ეტალონის ორდენით~ დაჯილდოების ცერემონია მინისტთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით გაიმართება. ღონისძიებას კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი წაუძღვება.
„ეტალონის ორდენით~ დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 20:00 საათისთვის დაიწყება, ტელეკომპანია `მზის~ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.