14 იანვარს, 12:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების საკათედრო ტაძრის I სართული) ა/ს კავშირი "ფშავის ღორძინება-განვითარება" მრავალშვილიან ფშაურ ოჯახებთან შეხვედრას აწყობს. მათ უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათაოლიკოს-პატრიარქი ილია II დალოცავს.
დასალოცად ისტორიული (ბუდე) ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად განსახლებულ რეგიონებში მოძიებულ იქნა 8 ოჯახი: ლევან ხარანაულის, თამაზ წიკლაურის, ვაჟა ზურაბაშვილის - 7-შვილიანი ოჯახები, ზაზა ჯაბანიშვილის 6-შვილიანი ოჯახი (მოელიან მეშვიდე შვილს); ზვიად კარატიელის, მორის პარკინაშვილის, ტარიელ მახაურის, და გივი მახაურის 5-5-შვილიანი ოჯახები.
ღონისძიების სპონსორები არიან საწარმოები და ქველმოქმედები.
უნეტარესის მიერ ამ ოჯახებისა და სრულიად ფშავის დალოცვის შემდეგ დაგეგმილია საზეიმო შეხვედრა ამ ოჯახებთან, სადაც მათ მიულოცავენ და დალოცავენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე თადეოზი, ა/კ "ფშავის აღორძინება-განვითარების" თავმჯდომარე როსტომ მაჩხოშვილი, პოეტები ბესიკ ხარანაული, ჯარჯი ფხოველი, ტარიელ ხარხელაური, პროფესორები დავით წოწკოლაური, რეზო მაჩხოშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, ტრისტან მახაური, ბიჭიკო ცალუღელაშვილი, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი, დუშეთისა და თიანეთის რაიონების ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობი გივი ჩუგუაშვილი, მომღერლები გიორგი უშიკიშვილი, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლი "ფშავი", ბავშვთა ანსამბლი "მზეთამზე". შეხვედრის ბოლოს მრავალშვილიან ოჯახებს სპონსორები გადასცემენ საშობაო-საახალწლო საჩუქრებს.