პრეზიდენტი სააკაშვილი ძველით ახალ წელს გურიაში შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქვეყნის პირველი პირი ოზურგეთში რამდენიმე საათში ჩავა და ტრადიციულ კალანდობას დაესწრება.
პრეზიდენტის დასახვედრად ჩოხატაურში მზადება უკვე დაწყებულია. ადგილობრივები მიხეილ სააკაშვილს საახალწლო სუფრით დახვდებიან. გურულები კალანდობაზე ტრადიციულად სანთლის არყის გამოხდასაც აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ 1 იანვარს მიხეილ სააკაშვილი ბათუმში შეხვდა.