დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის კანდიდატურები პროფესიონალიზმისა და არაპოლიტიზირებულობის ნიშნით შეირჩა.
რაც შეეხება ლევან თარხნიშვილის კანდიდატურას, მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ლევან თარხნიშვილმა ძლიერი გუნდის შეკრება და სისტემის ჩამოყალიბება შეძლო.
"ცესკოს თავმჯდომარეობის თავმჯდომარეობის კანდიდატები შეირჩნენ შემდეგი ნიშნით: ეს იყო პროფესიონალიზმი და პოლიტიკური დისტანცირება. რაც შეეხება ლევან თარხნიშვილის კანდიდატურას, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მან შეძლო ძლიერი გუნდის შეკვრა და სისტემის ჩამოყალიბება", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.