მრავალრიცხოვანი კვლევების შემდეგ, ყავას სხვადასხვა დაავადებას უკავშირებდნენ. როგორც ახალმა კვლევებმა აჩვენა, ყავა არ ზრდის გულის ან კიბოს დაავადების განვითარების რისკს. იგი ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას.
"ჩვენ არ მოვუწოდებთ ადამიანებს დალიონ ყავა, თუ მათ ეს სასმელი არ უყვართ, მაგრამ მთლიანობაში ვერ ვხედავთ მიზეზს, უარი ვთქვათ ყავაზე", - აღნიშნეს სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნირებმა. კვლევაში, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მეცნიერები ყურადღებას ამახვილებდნენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა გულისა და სისხლძარღვების დაავადება, ინსულტი, სტენოკარდიული შეტევა, დიაბეტი და კიბო. აღმოჩნდა, რომ ყავის მოყვარულებს და მათ შორის, ვინც ამ სასმელს არ სვამდა, მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი თანაბარი იყო - დაახლოებით 10%. გარდა ამისა, ისინი, ვინც ყავას სვამდნენ, იშვიათად იტანჯებოდნენ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით. 3.2% და 3.6% ადამიანებისა, ვინც ყავას სვამდა, დაავადდა დიაბეტით.
იმ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც დიაბეტის განვითარების რისკს მიეკუთვნება (მოწევა და ჭარბი წონა), მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისინი, ვინც სხვებზე ხშირად სვამენ ყავას, 23%-ით ნაკლებად ავადდებიან დიაბეტით.