რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ქლორით დამუშავებული ფრინველის ხორცის შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ვაშინგტონისა დაა მოსკოვის ურთიოერთობებზე. ამის შესახებ აშშ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტომ ვილასაკმა განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვში 17 იანვრისთვის სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება.
"ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს ესმით, როგორი რთული ვითარება შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა ამ სფეროსთვის როგორც ჩვენს, ისე მათს ქვეყანაში", _ განაცხადა მინისტრმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვში საკითხის სრულფასოვანი განხილვა მოხდება.
ვილასკის განცხადებით, როგორც ამერიკის ხელისუფლებისთვის არის ცნობილი, ქლორი ფრინველის ხორცის დასამუშავებლად გამოიყენება რუსეთის მრავალი საწარმოს მიერ.
"ვფიქრობთ, შემოთავაზებული ნორმა არ იმუშავებს არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ მათ აგროსამრეწველო სექტორთან მიმართებაშიც", _ განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2010 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთში ქლორით დამუშავებული ფრინველის ხორცის შეტანა აიკრძალა.