იტალიაში კლასში უცხოური წარმოშობის მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებითYშეზღუდვა წესდება. ქვეყნის განათლების სამინსიტროს მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით, კლასში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 30%-ს.
ქვეყნის განათლების მინისტრ მარიასტელა ჯელმინის განცხადებით, ახალი წესი პრაქტიკაში მომავალი წლიდან დაინერგება და მან ხელი უნდა შეუწყოს უცხოელების ინტეგრაციას.
"ამ ლიმიტით გამოირიცხება უშუალოდ უცხოელი მოსწავლეებისგან კლასების ფორმირება. ეს არა რასიზმის, არამედ დიდაქტიკის პრობლემაა", _ განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, იტალია მზადაა, მიიღოს ყველა კულტურის ბავშვი მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ამავე დროს "იტალიური სკოლა სიამაყით უნდა მიჰყვეს თავის ტრადიციებსა და კულტურას".