რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში არ ჩანს თემა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა კომპრომისი. ასეთ კომენტარს აკეთებს რუსეთის საგარეო უწყების ინიციატივაზე, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენის შესახებ, "ჯი-ეიჩ-ენის" ანალიტიკოსი გიორგი მოლოდინი.
მოლოდინი აცხადებს, რომ რუსული მხარის მიერ დიპლომატიური ურთიერთობოს აღდგენის იმ ფორმულირებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვმა გააჟღერა, საქართველოს პასუხი ცნობილია.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ჩქარობს გადახედოს საქართველოსთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს და შეიტანოს მასში მცირე პოზიტივიც კი. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოს წინაშე სვამს -ამოცანას, რომელზეც წინასწარ ცნობილია პასუხი - "არა", - აცხადებს მოლოდინი.
მისი თქმით, 2008 წლის სამხედრო აგრესიის და ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა შესაძლებელია ფორმულირდეს ასე: "მუდმივი ომის ზღვარზე".
"ასეთი დაძაბულობა შესაძლებელია ძნელი შესამჩნევია ყოველდღიურ ცხობრებაში, თუმცა როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ პოლიტიკურ არენაზე ის აშკარა და თვალშისაცემია. აღნიშნული კი პირდაპირ და უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე", - აცხადებს მოლოდინი.
მოლოდინი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დიალოგის არსებობა გონვრულია, თუმცა დასძენს, რომ ქართული მხიდან ნებისმიერმა ინიციტივამ შესაძლოა საქართველო წამგებიან ვითარებაში ჩააყენოს.
"ასეთ დაძაბულ პირობებში გონივრული იქნებოდა დიალოგის არსებობა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის თუმცა ჩვენ შემთხვევაში მიმაჩნია რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატული ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს რუსეთთან დიალოგის დაწყებას საწყის ეტაპზევე წამგებიან პოზიციაში ჩააყენებს ინიციატივის ავტორს. ოკუპაციის პირობებში არ ჩანს თემა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა კომპრომისი", - მიიჩნევს მოლოდინი.