I ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კუჭქვეშა ჯირკვალი განაგრძობს ინსულინის გამომუშავებას ათწლეულის განმავლობაში - ასეთია კვლევის შედეგი რომელიც ჩაატარა მკვლევართა ჯგუფმა მასაჩუსის საავადმყოფოს იმუნობიოლოგიური ლაბორატორიის დირექტორის დენიზ ფაუსტმანის ხელმძღვანელობით. როგორც New Scientist იუწყება, ადრე მიიჩნეოდა, რომ გამომუშავებული ინსულინის უჯრედები ამ ტიპის დიაბეტიანებში სრულად იღუპება, მისი გამოჩენიდან რამდენიმე წელში.
ჯგუფმა გამოიკვლია 182 პაციენტის სისხლი, რომლებიც დაავადებული იყვნენ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით, რომლის დროსაც ნივთიერებათა ცვლა ირღვევა ადამიანის საკუთარი ინსულინი-ჰორმონის გაქრობის გამო, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის ყველა უჯრედიდან გლუკოზის ათვისებაზე. სისხლის ნიმუშებში ისინი ეძაბდნენ ე.წ. C პეპტიდ-ცილას, რომელიც უშუალოდ ინსულინის სინთეზის დროს გამომუშავდება.
C პეპტიდი სისხლში გამოუვლინდა ადამიანების 80 %-ს,რომელთაც პირველი ტიპის დიაბეტი აღმოუჩინეს ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. გარდა ამისა, პაციენტთა შორის რომელთაც დიაგნოზი 31-40 წლის წინ დაუსვეს, C პეპტიდის გამომუშავება უგრძელდებოდა ყოველ მეათეს.
აღმოჩენა საშუალებას იძლევა დაიწყოს პაციენტის საკუთარი უჯრედის რეგენერაციის მეთოდის შემუშავება, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის წარმოებაზე, ეს კი შესაძლებლობას იძლევა, უარი ეთქვას მთელი სიცოცხლე ამ პრეპარატის ინექციას.