გემ "KARAHASANOGLU BALIKCILIK"-ის კაპიტანმა მაჰმუტ ერტუგრალმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ჯარიმა, 50 000 ლარი გადაიხადა.
გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ოპერაციების რეგიონალური სამმართველოს და საგამოძიებო-ოპერატიული სამსახურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი "KARAHASANOGLU BALIKCILIK"-ი 10 იანვარს დააკავეს.