საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე პრეზიდენტს პარლამენტის მიმართ არაკორექტულობაში ადანაშაულებს, უმერავლესობა კი ვეფხვაძეს იუმორის გრძნობას უწუნებს.
ამასთან დაკავშირებით განცხადებები დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც ლევან ვეფხვაძემ პრეზიდენტის მიმართ საყვედური გამოთქვა.
ვეფხვაძის პროტრესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პრეზიდენტმა ცესკო-ს კომისიის თავმჯდომარის არჩევის ვადებთან დაკავშირებით პარლამენტი არაკორექტულად მოიხსენია.
"არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ თითქოს ბახუსი და ახალი წელი ხელს უშლის კანონის შესრულებას", - განაცხადა ვეფხვაძემ და ის ფაქტი გაიხსენა, როდესაც პრეზიდენტის ორივე არჩევნები სწორედ ახალი წლის დღეებში ჩატარდა.
"მაშინ არც ბახუსსა და არც ახალ წელს პრეზიდენტისთვის ორჯერ გამართული წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელი არ შეუშლია", - განმარტა ვეფხვაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას უმრავლესობიდან ელდარ კვერნაძე ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა და კოლეგას იუმორის გრძნობა დაუწუნა.
"მაინტერესებს ეს განცხადება იუმორად რატომ არ მიიღეთ?", - მიმართაკვერნაძემ ვეფხვაძეს და აქვე დასძინა, რომ "პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება იუმორით იყო ნათქვამი და მიხეილ სააკაშვილის ბრალი არ არის, თუკი ვინმეს იუმორის გრძნობა ღალატობს".
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ პარალმენტს უსაყვედურა იმის გამო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევისა და არჩევის ვადები დღესასწაულებს დაემთხვა.