ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 6 ტურა მოკლეს. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მტაცებლები ფრინველს მასობრივად ანადგურებენ.
„ბოლო პერიოდში საქონელზე მგლების თავდასხმის ფაქტები შემცირდა, მაგრამ ახლა ტურები ანადგურებენ ფრინველს. მგლებმა ბევრი საქონელი შეჭამეს. გუშინ გურგენიანში დასახლებულ პუნქტთან ახლოს ერთ - ერთმა ადგილობრივმა 2 ტურა მოკლა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე სოფელში უკვე 6 ტურა მოკლეს. მოსახლეობა ტყვია - წამალს საკუთარი თანხებით ყიდულობს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ნინიგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თენგიზ სამხარაძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ლოლაძის თქმით, გურგენიანის მაცხოვრებლებს მისთვის არ მიუმართავთ, მიმართვის შემთხვევაში კი გამგეობა მათ ტყვია წამლით აუცილებლად დაეხმარება.