გზის გაწმენდითი სამუშაო ამ დროისთვის დასრულებულია ცხვარიჭამია- თიანეთის მონაკვეთზე. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ჯგუფები მძიმე ტექნიკის საშუალებით 13-კილომენტრიან მონაკვეთს მთელი ღამის განმავლობაში ასუფთავებდნენ. პრობლემები დიდთოვლობამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
"ორი დღის განმავლობაში გადაუდებლად თოვდა. ქარის გამო ჩაკეტილი იყო მიმდებარე ტერიტორია, კერძოd, სოფელი ცხვარიჭამია თიანეთის გზატკეცილამდე. მძიმე ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა და შეუფერხებლად მიმდინარეობს გადაადგილება ორხიდიანი ავტომობილებისთვის, რომელსაც დამცავი ჯაჭვები აქვს", - განაცხადა ადგილობრივმა მოსახლემ, მაია ასათაშვილმა.