გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში ნინა შიოშვილის საცხოვრებელი სახლის სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. დაზიანდა სახლის კედელიც.
„სახლი ძველი კრამიტით იყო გადახურული. 6 ადამიანი ცხოვრობს და საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რაიონის გამგებლის სახელზე განცხადება უკვე დაწერეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჭანდრის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა რობერტ არაყიშვილმა.
გურჯაანის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ირაკლი მინდიაშვილის განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია მდგომარეობას ადგილზე ხვალ შეისწავლის.