ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში, თოვლის სიმძიმის გამო, საცხოვრებელი სახლის აივნები ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„თოვლის სიმძიმის გამო სოფელში ზაზა შუბითიძის, თეიმურაზ კვინიკაძის და ნაზიკო ხაჩიძის საცხოვრებელი სახლის აივნები ჩამოინგრა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა. სამივე სახლში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია უკვე იმყოფებოდა და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ კართუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ემზარ პერანიძემ.
თოვლმა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის შენობის სახურავიც დააზიანა.
„დიდთოვლობის გამო შენობის სახურავი დაზაიანდა, თუმცა ძალიან ავარიული სიტუაციაც არ ყოფილა. გამოდარებისთანავე შენობის სახურავს მთლიანად შევცვლით. შენობაში სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ქეთევან ჩიკვაიძემ.