დიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანეთში მეწყერი გამოიწვია. ქედა - მერისის გზაზე კლდე ჩამოიშალა, რამაც 300-მდე ოჯახი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად საგზაო მიმოსვლა აღდგენილია.
ქედაში ამ დრომდე თოვს და რთული კლიმატური პირობებია.
უამინდობის გამო ქედის რაიონს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგიაც.