თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ცენტრალურ გზაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ - მუზეუმისა და ღვინის ქარხანა „შუმის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანამ მგელი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კახეთში დასახლებულ პუნქტებში 4 მგელი მოკლეს. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრის წინ; ახმეტაში პირველ საჯარო სკოლასთან და სოფელ ხორბალოში; ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში სოფლის გამგეობის შენობის წინ. რამდენიმე დღის წინ, მგელმა დაკბინა 27 წლის ბიჭი თელავში, ზუზუმბოს დასახლებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.